0 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

მაგთიკომი და ხანის აკადემია პარტნიორები გახდნენ

მაგთიკომი მსოფლიოში წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობა ორ მიმართულებას მოიცავს: მაგთიკომმა ხანის აკადემიის უმაღლესი მათემატიკის კურსის გაქართულება უზრუნველყო და ასევე, მაგთის ტელევიზიის მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა, აპლიკაციის მეშვეობით მოისმინონ სხვადასხვა დარგის ლექციების კურსი.

ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, პლატფორმა ათასობით ვიდეოგაკვეთილს და პრაქტიკულ სავარჯიშოს მოიცავს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესის გამარტივებას. ხანის აკადემიის აპლიკაცია აერთიანებს ლექციებს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ისტორიაში, მედიცინასა და სხვა დისციპლინებში.

ხანის აკადემიის ქართული ვერსია საგანმანათლებლო ფონდის, Educare Georgia-ს მიერ მზადდება.

„ხანის აკადემია ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე მასშტაბური პროექტია. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოში  ის არის, რომ უფროსკლასელებს ტექნიკურ საგნებში – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, კომპიუტერული პროგრამირება - საკმაოდ დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ.

ამას ისიც ერთვის, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა,  ქართულენოვანი მასალები ამ საგნებში საკმაოდ ცოტაა და ისინი ინტერნეტსივრცეში აქამდე არც არსებობდა.

ამჯერად ხანის აკადემიის ვებგვერდზე 3 500-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი, 8 მილიონი სიტყვა-სავარჯიშო და საკითხავი მასალაა. ქართულ პლატფორმას უკვე 150 000-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროექტი საკმაოდ პოპულარულია მთელ საქართველოში“, - აცხადებს ფონდის დირექტორი, გიორგი ჯიბლაძე.

„სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერით მაგთიკომი წლებია ხელს უწყობს საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის განათლებას და პროფესიულ ზრდას. მაგთიკომი მუდამ ცდილობს, ინოვაციური გზების შეთავაზებით მოტივაცია აუმაღლოს ცოდნის გაღრმავების მსურველებს და მათთვის  ხელმისაწვდომი გახადოს საერთაშორისო სტანდარტის საგანმანათლებლო მასალები. სწორედ ამ ნიშნით შეარჩია კომპანიამ მსოფლიოში აღიარებული უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა – ხანის აკადემია, რომელიც სხვადასხვა  დარგის სასწავლო ლექციებს აერთიანებს.

მაგთიკომმა უმაღლესი მათემატიკის 600-ზე მეტი გაკვეთილის ქართულად თარგმნა უზრუნველყო და ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც საგნის შესწავლის და ცოდნის გაღრმავების სურვილი გაუჩნდება.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე განსაკუთრებით მაგთის ტელევიზიის მომხმარებლებს გაახარებთ, რადგან მათ უკვე  აქვთ საშუალება, საკუთარ ტელევიზორში ხანის აკადემიის აპლიკაციის საშუალებით საინტერესო ლექციები ქართულად მოისმინონ“, – განაცხადა  მაგთიკომის კომერციულმა დირექტორმა, ნიკოლოზ დავითაშვილმა. 

იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს ხანის აკადემიის აპლიკაციით, საჭიროა მაგთის IP ტელევიზიის მიმღები მოწყობილობის გადატვირთვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:31

    ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“...

    „ვოლვო ქარ საქართველომ“ 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დარგის...

  • 16:42

    დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველ...

    „ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, ი...

  • 15:31

    მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ ი...

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდ...

  • 11:34

    ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი ი...

    პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილი...

  • 12:37

    სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ...

    თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგა...

  • 15:50

  • 16:54

    „Art-გენი“ „ახალ საირმეში“...

    „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფე...