1 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

თიბისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავს

თიბისი, ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ზეიმობს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე, 2018 წელს აღინიშნა და მას შემდეგ თიბისი ამ დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით ეხმაურება.

 2022 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104-ე წელი შესრულდა. ამ დღის აღსანიშნავად თიბისიმ საქართველოს რეგიონებში და დედაქალაქში არაერთი საინტერესო ღონისძიება დაგეგმა, რომლებიც დამოუკიდებლობის სკოლის ფარგლებში გაიმართება და პროექტ „გმირებს“ მიეძღვნება. 

პროექტი „გმირები“ თიბისიმ 2019 წელს დაიწყო და ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილეს მიუძღვნა.  პროექტის ფარგლებში პირველად ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა შეიქმნა.  წელს კი კოლექციას  ათი ახალი ფიგურა შეემატება, რომლებიც იმ ქართველ გმირებს ეკუთვნის, ვინც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის, განვითარებისა და მშვიდობისთვის დაუღალავად იბრძოდა და იღწვოდა. „გმირების“ მიზანია, ახალმა თაობამ კარგად გაიცნოს ის ადამიანები, რომლებმაც შორეულ თუ ახლო წარსულში საქართველოს მომავალი შექმნეს.

მწერალმა აკა მორჩილაძემ ქართველი გმირების ამბები ასე აღწერა: „საქართველოს წარსულის უკიდეგანო გალერეაში უამრავი ისეთი ადამიანია, რომელთა ცხოვრებაც ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სუნთქვას, არამედ მის სიცოცხლეს, მისი სულის და ხორცის უკვდავებას განაპირობებდა. წარსულის ქართველთა სამყარო ძალიან დიდია.“ 

წელს თიბისიმ „წარსულის ქართველთა სამყაროდან“ 10 გმირი და მოღვაწე გამოარჩია: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, მერაბ კოსტავა და მარო მაყაშვილი. პროექტი „გმირები“ სიცოცხლეს შემდეგ წლებშიც გააგრძელებს და მას ისეთი ადამიანები შეემატება, რომლებმაც სხვადასხვა დროს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი შეასრულეს და თავიანთი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვეს. 

2022 წელს გამართული დამოუკიდებლობის სკოლის გაკვეთილები სწორედ ამ ათ გმირს მიეძღვნება. დამოუკიდებლობის სკოლა სპეციალურად 26 მაისისადმი მიძღვნილი პროექტია, რომელსაც თიბისი უკვე მეხუთე წელია ატარებს. სკოლა სხვადასხვა ადგილას იმართება და მასში მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ცნობილი და საინტერესო ადამიანები, რომლებიც ღია გაკვეთილებს ატარებენ სხვადასხვა თემაზე, რაც ქვეყნის თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან არის კავშირში. 

დამოუკიდებლობის სკოლის ყველა ღონისძიება ღიაა ნებისმიერ მსურველისთვის და დასწრება თავისუფალია. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:31

    ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“...

    „ვოლვო ქარ საქართველომ“ 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დარგის...

  • 16:42

    დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველ...

    „ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, ი...

  • 15:31

    მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ ი...

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდ...

  • 11:34

    ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი ი...

    პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილი...

  • 12:37

    სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ...

    თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგა...

  • 15:50

  • 16:54

    „Art-გენი“ „ახალ საირმეში“...

    „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფე...