0 7 : 4 7
 | 

პოლიტიკა

,,ძალიან მიჭირს წარსულ დროში მასზე საუბარი" - კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა კონსტანტინე ზალდასტანიშვილზე საუბრით დაიწყო

მთავრობის სხდომა მინდა დავიწყო იმ ადამიანზე საუბრით, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის და ბევრისთვის ამ დარბაზში ახლო მეგობარიც იყო -ძალიან ღირსეულ ადამიანზე, კოტე ზალდასტანიშვილზე.

ძალიან მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია.

იგი იყო მართლაც გამორჩეული ქართველი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც ყველას გვეამაყებოდა. ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი.

მე პირადად მისგან, იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სასარგებლო რჩევა მივიღე. მას განსაკუთრებით უხაროდა, როდესაც სხვებს უზიარებდა თავის ძალიან მდიდარ გამოცდილებას. იგი იყო ყოველთვის იქ, სადაც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის გამორჩეულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ძალიან მძიმე დანაკლისია ჩემთვის პირადად და ვიცი, რომ ყველა ჩვენგანისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები