2 3 : 4 8
 | 

პოლიტიკა

"თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესის"

  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით პერსონალური თემა აქტუალური იმიტომ გახდა, რომ სისტემამ ეს დაუშვა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა
  
  “პირადად მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესის. არ მგონია, ჩვენნაირი მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყანაში უვადოდ გამწესება სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტია იყოს. როდესაც ჩვენ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია შევქმენით, საზოგადოებას დიფერენციერებული მიდგომა შევთავაზეთ - კერძოდ, ის, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეები 10-15 წლიანი ვადით დაგვენიშნა, ხოლო უვადოდ მხოლოდ უზენაეს სასამართლოში იმ მოსამართლეთა გამწესება მომხდარიყო, რომლებიც პირველ და მეორე ინსტანციაში პროფესიული კარიერის წარმატებით გავლის გზით საზოგადოების ნდობას დაიმსახურებდნენ.    
 
   სამწუხაროდ, ზოგიერთი ქართველი და დასავლელი ექსპერტის აქტიური ჩარევით გამოსაცდელი ვადის დაწესებაზეც მთელი პრობლემები იყო - იყო მოთხოვნა, რომ სამივე ინსტანციის სისტემაში ყველა მოსამართლე პირდაპირ უვადოდ დანიშნულიყო, გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გარეშე. ამის გამოა, რომ დღეს საზოგადოება სამართლიანად არის შეშფოთებული“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები