1 7 : 4 1
 | 

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: „ქართულ ოცნებაში“ სიმართლე დასჯადია

 ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვას ეხმიანება.

„დავით ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიიდან ეს არის შავი ლაქა, როგორც „ქართული ოცნებისთვის“ ასევე საპარლამენტო მუშაობისთვის. 

ქვეყანაში კრიტიკული შენიშნვებისგან თურმე დეპუტატიც კი არაა დაცული. მას არ აპატიეს ელემენტარული კრიტიკა, მითუმეტეს, როდესაც ეს კრიტიკა იყო სწორი. ფაქტობრივად, მან დაადანაშაულა სახელისუფლებო უმრავლესობა იმაში, რომ პასუხისმგებლობა კი არ უნდა დაეკისროს მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ პასუხისმგებელია მთელი გუნდი და მთავრობა. ისინი ამბობენ, რომ კრიტიკის გამო კი არა, არამედ არაეთიკური შენიშვნების გამო გაუშვეს, რა არის არაერთიკურობა, ვიღაცას უწოდა კომკავშირელი? 

ეთიკა და მორალი ეს არის ინდივიდუალური ცნება და ამის გამო ადამიანის დევნა არის საბჭოთა კავშირის ცხოვრების სტილის გადმოტანა საქართველოში. ეს არის შემაშფოთებელი და ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარული მიდრეკილებები. ერთი მხრივ ისჯება კვირიკაშვილი და უკვე სამაგალითოდ ისჯება ჭიჭინაძე. ეს არის საჩვენებელი, რომ ვერც ერთმა დეპუტატმა ვერ გაბედოს სიმართლის თქმა, სიმართლე „ქართულ ოცნებაში“ დასჯადია. ეს არის ამ ხელისუფლების გზავნილი საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა გოცირიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები