1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნა. 

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ანანიაშვილი ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინიტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. ის 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები