1 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რა კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე „ქართულ ოცნებაში“ დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე?

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ  „ქართულ ოცნებაში“ ამ ეტაპზე არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

„არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება. 2020 წელს იგეგმება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე კი გვჭირდება მომზადება იმისთვის, რომ სათანადო სიით წარვსდგეთ არჩევნებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ამ კუთხით არანაირი სიახლე არ არის“.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები