1 5 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ორი ბავშვი სიკვდილს ებრძვის - გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

კიდევ ერთი მსხვერპლი. დღეს, H1N1 ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა. 

ხოლო, 21-ე საუკუნის საქართველოში, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 20-მდე გაიზარდა. 

გრიპის ეპიდემიამ აჩვენა რომ მინისტრი სერგეენკო და მისი უწყება ვერ მუშაობს.
გადავსებული საავადმყოფოები, არასაკმარისი მედიკამენტები, კორუფცია და სერგეენკოს სისტემის დაუდევრობა - ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანთა ამდენი მსხვერპლი გამოიწვია.

ბოლო მონაცემებით, ამ წუთებში სხვადასხვა საავადმყოფოში ვირუსით დაავადებული 600-ზე მეტი მოქალაქე მკურნალობს. 

მარტო იაშვილის სახელობის საავადმყოფოში კი - 52 ბავშვი წევს. აქედან ორის მდგომარეობა უმძიმესია. ექიმები, ეპიდემიის პიკს თებერვალში ელოდებიან.

სერგეენკო, მარიხუანა და კალაძე

დავით სერგეენკომ, შეიძლება ითქვას, რომ სრული უუნარობა გამოავლინა. 
მან, როგორც მენეჯერმა ვერ უზრუნველყო ეპიდემიის კონტროლი და საჭირო მედიკამენტების მარაგიც კი.

უფრო მეტიც, ეპიდემიის პირველ ეტაპზე, სერგეენკო ივანიშვილის მარიხუანას პლანტაციების ბიზნეს-გეგმის დამუშავებით იყო დაკავებული. 

ოლიგარქმა სწორედ მას დაავალა გასაღების ბაზრების მოძიება მაშინ, როცა ჯერ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტიც კი არ შესულა პარლამენტში. 

როგორც იცით, ივანიშვილის ინიციატივით მალე შესაძლოა მარიხუანას პლანტაციების გაშენება ნებადართული გახდეს და ვაზის სამშობლო ოლიგარქის ნარკო-კარტელად იქცეს.

რაც შეეხება კახი კალაძეს, მაშინ როდესაც მის დაქვემდებარებაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო სამსახური პარალიზებულია, მერი მთელი კვირა შვეიცარიის ალპებში პოზირებდა. ის თბილისში მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც დაბრუნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები