0 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"კატასტროფაა, ასეთმა კომპანიებმა ვერ უნდა გაბედონ ტენდერებში მონაწილეობა" - კახა კალაძე მეტროს ვაგონების განახლდებას გეგმავს

“კომპანიას, რომელიც „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ მოახერხა. ამიტომ თავის თავზე, მისი დასრულება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აიღო, რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, მათ წინააღმდეგ, სატრანსპორტო კომპანიამ, კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატარა.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის კომპანიები შემორჩენილები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან. ვარკეთილში 50 მეტრის მონაკვეთს 7 თვის განმავლობაში აკეთებდნენ. კატასტროფაა, ასეთმა კომპანიებმა ვერ უნდა გაბედონ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ყველაფერზე და შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ.

რაც შეეხება, მეტროსადგურ “ვარკეთილს”, სადაც ჭერი ჩამოინგრა, არსებული კონსტრუქციების მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება, თავიდან უნდა გაკეთდეს ყველაფერი. მესმის, რომ ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება არ არის კომფორტული, მაგრამ აქ პრიორიტეტია ხარისხი და უსაფრთხოება. ძალიან მალე პროექტიც იქნება და სამუშაოებს დავიწყებთ მაღალ დონეზე, რომ ყველაფერი თავიდან იქნას აცილებული,” – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები