1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა მელია ბედუკაძის ბრალდებებზე: "კომენტარის გაკეთება უდიდესი პატივია ამ ბატონისთვის"

ლადო ბედუკაძის განცხადებას, რომლითაც ის მასზე განხორციელებული თავდასხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს, ნიკა მელია ეხმაურება 

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს არცერთი ადამიანი, ვინც ამ ბატონს უყურებს ისე, როგორც მას მიაჩნია. „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე ხომ, პრაქტიკულად, გმირად გამოაცხადა ლადო ბედუკაძე, ყველა ბრალი მოუხსნა, ჯილდო არ დაუკიდიათ მისთვის კისერზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, მართლაც გულახდილად მიმაჩნია, რომ უდიდესი პატივია აი, ამ ბატონისთვის,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი რეჟიმის თანამშრომლად მუშაობდა.

ცნობილი ხდება რომ ცემას წინ უძღვოდა კონფლიქტი, რა დროსაც პირი, რომელიც ბედუკაძეს თავს დაესხა, საპატიმროში მას ყოფილ საქმიანობას ახსენებდა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები