1 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციების ფასი დაეცა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამჟამად თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 7.49 პროცენტით დაეცა. ბირჟაზე ვაჭრობა გრძელდება.

დღის განმავლობაში თიბისის აქციების ყველაზე მაღალი ღირებულება ლონდონის დროით დაახლოებით 14:00 საათზე დაფიქსირდა; ერთი აქციის ფასი – 14.44 ფუნტი, ამჟამად 1 აქცია 13.44 ფუნტი ღირს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2-თვიანი ვადა აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები