1 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც საქართველოსთვის არის გადამწყვეტი - ზურაბიშვილის და მაკრონის ბრიფინგი

ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც საქართველოსთვის არის გადამწყვეტი, მათ შორის უსაფრთხოებაზე. საფრანგეთი გახდა ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი, ქვეყანა რომელიც ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ საჰაერო უსაფრთხოება გაძლიერდეს საქართველოში. პირობა მივიღეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და  გაძლიერდება. ყველაფერში რაშიც დაგვჭირდება საფრანგეთი მზად არის იყოს ჩვენს გვერდით - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საფრანგეთი დაინტერესებულია, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების, ასევე სატრანსპორტო კუთხით. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის დეკლარაციაზე, რომელსაც ხელი დღეს მოაწერეს.

"მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის ხელშეკრულება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები