1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი” – ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კონსულტაციებს გადის იმ ადამიანებთან, რომელთაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სწორად შემოტრიალება შეუძლიათ.

“ვესაუბრები ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც ჩემსავით გვერდიდან მაყურებლის როლი უკავიათ, თუმცა ბევრი რამ შეუძლიათ პროცესის სწორად შეტრიალებისთვის. მაქვს ამ ადამიანების დარწმუნების სურვილიც, მოტივაციაც და საშუალებაც. არ ვიტყვი სახელებს და გვარებს. 


დაახლოებით, აპრილის ბოლომდე დამჭირდება გარკვეული სახის კონსულტაციების დასრულება და მაისში გარკვეული სახის გეგმებზე ვისაუბრებთ. მიმაჩნია, რომ ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა, ამ სიტუაციაში…


 თქვენ რომ გეკითხათ რატომ იყავი ჩუმად 2012, 2013, 2014, 2015 წელს, მე მარტივად გეტყოდით, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო, მარტო იმისთვის, რომ ვიხმაურო?! 


დღეს იმ ტენდენციების ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება და ყველაფერი ცუდი ხდება. ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ არანაირი სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების არც მქონდა და არც მაქვს სიმართლე გითხრათ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები