1 8 : 2 6
 | 

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - როცა ეკლესია ძლიერი იყო, მაშინ იყო ძლიერი სახელმწიფო

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიონის ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ავტოკეფალიის აღდგენა წინ უსწრებდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას და რომ არა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვიცით როგორი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა. "საქართველოს სახელმწიფო მუდამ თავისი ეკლესიის სიძლიერეს მიჰყვებოდა. როცა ეკლესია ძლიერი იყო, მაშინ იყო ძლიერი სახელმწიფო. ამდენად, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია და გილოცავთ ყველას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

×