1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ისე მაინც მოიქეცით, რომ სამართლიანობის ილუზია შექმნათ" - დავით კირკიტაძე მოსამართლეს

გურჯაანის სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური მდივნის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დავით კირკიტაძემ აღნიშნულ პროცესზე მოსამ,ართლე ნემსიწვერიძეს სიტყვით მიმართა:

"თქვენ ისე გახვედით ჩემი ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განსახილველად რომ არც კი მკითხეთ, ვეთანხმებოდი თუ არა, ამ შუამდგომლობას. 

ფორმალურადაც კი არ იცავთ ჩემს უფლებებს.  კარგია რომ მთელი პროცესის ჩაწერა მიმდინარეობს და თქვენი მოქმედებები დაფიქსირებულია. 

ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევთ ადამიანის უფლებებს. 

ახლაც, ისე გახვედით დარბაზიდან რომ საშუალება არ მომეცით გამომეხატა ჩემი პოზიცია ადვოკატების შუამდგომლობაზე. 

უკვე 100 დღეა საპყრობილეში ვარ თქვენ ყველა პროცესზე არღვევთ ჩემს უფლებას", - დავით კირკიტაძე მოსამართლე ნემსიწვერიძეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები