2 1 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მყისიერად იმიტომ გაკეთდა განცხადებები, რომ მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველო - მათიკაშვილი

"მყისიერად იმიტომ გაკეთდა განცხადებები, რომ მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველო" - მათიკაშვილი გაბუნიას მონოლოგზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ საკუთარი განცხადებებით, საკუთარ მოსახლეობას საფრთხე აარიდა.

მართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ გაბუნიას მონოლოგი საფრთხეს წარმოადგენდა ქვეყნისთვის და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ.

„მოდით სწორი შეფასება გავაკეთოთ, ეს არ იყო არასასიამოვნო განცხადება, ეს იყო მტრული განცხადება სამშობლოს მიმართ. რა მიზანს ისახავდა გაბუნიას ეს განცხადება, ჯერ კიდევ კარგად არის გასარკვევი. ამ განცხადების შედეგად შეიძლება ძალიან ცუდი პროცესები დაწყებულიყო ჩვენს ქვეყანაში ჩვენივე თანამოქალაქეების მიმართ და ეს უბრალოდ არასასიამოვნო განცხადება არ არის, ამას მინდა ხაზი გავუსვა. მილიონ ნახევარი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ამ განცხადების შემდეგ მათ რა ბედი ეწეოდათ არავინ იცოდა. მყისიერად იმიტომ გაკეთდა განცხადებები, რომ მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქართველო,"-ამბობს მათიკაშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები