2 0 : 0 4
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილი - ოკუპირებულია საქართველოს 20%, მაგრამ ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ... "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში "იმენნა რუსი" ტურისტების შემოსვლა სახალხო დიპლომატიის გარანტია და ის, ვინც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებსა და ტურისტების შემოსვლას ეწინააღმდეგება, ქვეყნის მტერია.

ივანიშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს რუსეთთან ამ ურთიერთობების გაწყვეტას, რადგან მათი სურვილი საქართველოში რუსი ტურისტის ნაცვლად, რუსი ჯარისკაცის შემოსვლაა. 

ივანიშვილის აზრით, 2008 წელს სწორედ წინა ხელისუფლების წევრები შემოუძღვნენ რუსულ ჯარს საქართველოში. მისი თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ."

"იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები