0 3 : 2 1
 | 

პოლიტიკა

გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება - სანიკიძე

გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. 

“ბუნებრივია ძნელი გამოსაცნობი არ არის რომ “რუსთავი 2” არ აწყობს ხელისუფლებას. თუმცა, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება გარწმუნებთ. რაც დღეს ვნახეთ, 11 საათზე უკვე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა შეიტანა სარჩელი იმასთან დაკავშირებით რომ “რუსთავი 2″ არა ქიბარ ხალვაშს, არამედ ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნით”, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.  

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები