0 9 : 4 9
 | 

პოლიტიკა

ანაკლიის კონსორციუმი ერთ-ერთმა აქციონერმა, ამერიკულმა "კონტი–ჯგუფმა" დატოვა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა "კონტი–ჯგუფმა" დატოვა. მიზეზად პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები სახელდება, რომლის ფარგლებშიც მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება.

ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან, 7-ზე შეთანხმება შედგა. დარჩა მხოლოდ ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევას ეხება.

ინვესტორი ბანკები ითხოვენ, “სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან," თუმცა ამ პუნქტს საქართველოს მთავრობა არ თანხმდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები