1 2 : 3 7
 | 

პოლიტიკა

ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ:

ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

დღეიდან თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი იწყება.
გისურვებთ დიდი მონდომებით შეუდგეთ შემეცნებისა და ცოდნის დაუფლების პროცესს.
მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი განათლება წარმატების, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.

მე, როგორც მინისტრი, გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ განათლების სისტემის რეფორმირებისა და განვითარებისთვის, რათა თითოეულ თქვენგანს სწავლისა და შრომის ღირსეული, თანამედროვე პირობები შეგიქმნათ.

შემოქმედებით და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები