1 7 : 1 7
 | 

პოლიტიკა

"მოხარული ვარ, როცა ვხედავ ასეთ ენთუზიაზმს, დიდი პატივია აქ ყოფნა, სანაპირო დაცვის პროგრესს გავეცანით"

საქართველოში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გრძელდება. საბჭოს წევრებმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად დღეს ბათუმის სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერეს. როუზ გოტმიოლერი ასევე შეხვდა სანაპირო დაცვის შემადგენლობას.

"მოხარული ვარ, როცა ვხედავ ასეთ ენთუზიაზმს, დიდი პატივია აქ ყოფნა, სანაპირო დაცვის პროგრესს გავეცანით. დღეს ჩვენ, ვეწვიეთ გემებს, შევხვდით ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე საბორდაჟო გუნდს, რომელმაც ტრენინგი გაიარა ნატოსთან, ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს ყოველივე ემსახურება უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფას რეგიონში. ძალზედ მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, სასიამოვნო ამინდით, რომელიც აქ დამხვდა, ბრიუსელის წვიმიანი დღეების შემდეგ,"- განაცხადა ნატოს გენმდივნის მოადგილე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები