2 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იაპონიაში ვიზიტის დროს სალომე ზურაბიშვილი ტოჩინოშინს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმისა და ღვინის სფეროების წარმომადგენლებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა."წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ქართული ღვინის ისტორიასა და მის უნიკალურობაზე ვისაუბრეთ.

 საქართველო ძველი ცივილიზაციის ქვეყანაა, გამორჩეული, მრავალფეროვანი ბუნებით, თავისი ტრადიციული და თანამედროვე კულტურით, განსაკუთრებული გასტრონომიული მრავალფეროვნებითა და ქართული ღვინით, რომელიც გამორჩეულია მსოფლიოში, ის თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს ნამდვილად გამოიწვევს. ქართული ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის ტადაში შიმურას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ შორის ბუნება, კულტურა, კლიმატი და ტრადიციული სამზარეულო.
ღვინის ექსპერტი, კენინი ოოჰაში, რომელიც პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ იაპონია დაინტერესებულია გაამდიდროს საკუთარი ბაზარი ქართული ღვინით.

პრეზიდენტმა სადილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტი იაპონიაში ვიზიტის დროს ტოჩინოშინსაც შეხვდა. "ლევან გორგაძე, საამაყო ტოჩინოშინი!"-წერს ზურაბიშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები