0 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტი და სიბრძნე დარწმუნებული ვარ, შეგვაძლებინებს ამ რთული დღეების გადალახვას"

დედაქალაქის მერი, კახი კალაძე საპატრიარქოში მიმდინარე ამბებს ეხმაურება და წერს:
"ჩვენი ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი იყო გამარჯვება, იყო პრობლემებიც, სირთულეები, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი.

ქართველი ხალხის რწმენა, ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტი და სიბრძნე, ქართველი ხალხის დამოკიდებულება და სიყვარული მის მიმართ, დარწმუნებული ვარ, შეგვაძლებინებს ამ რთული დღეების გადალახვას. ასევე, დარწმუნებული ვარ, პატრიარქის თაოსნობით, მისი ხელმძღვანელობით ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება იმ სირთულეებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ.

ვფიქრობ, პოლიტიკოსებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ხელი არ შევუწყოთ შფოთვას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ. საოცარ განცხადებებს, პოლიტიკურ შეფასებებს ვისმენთ. ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი განცხადებები თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომა და დამოკიდებულებაა. ეს ჩვენ ყველას გვაზარალებს, რადგან ამით ზარალდება ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ვიყოთ ობიექტური, ლაკონური და ჩვენი მოწოდებები, ეს იქნება ტრიბუნებიდან თუ ამბიონიდან, მიმართული იყოს მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალსა და რწმენაზე. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხელი არ შევუწყოთ დაპირისპირების გაღვივებას."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები