1 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარემ  არჩილ თალაკვაძემ გადაწყვეტილება ფრაქციების თავმჯდომარეებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.


„მათთან შეთანხმებით გთავაზობთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით და ვფიქრობ, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს კენჭისყრა რისკის ქვეშ არ დადგეს.

უმრავლესობის ლიდერს ვთხოვ ხვალისთვის გააკეთოს მობილიზაცია, ხვალ გვექნება კენჭისყრა ამ საკითხზე, სხდომას დავიწყებთ ამ საკითხით, მანამდე უმრავლესობის სხდომა არის მოთხოვნილი და გვეცოდინება უკვე განახლებული ინფორმაცია,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები