0 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თალაკვაძე:"სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე, საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა"

სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე, საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, თავის დროზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე.

მოგეხსენებათ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება. ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კენჭისყრის დროს. როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა - საქართველოს პარლამენტმა. სამწუხაროა, ნადმვილად, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე, საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებებს. 2020 წლის არჩევნები, მინდა დაგარწმუნოთ, ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები