2 2 : 2 8
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილმა კელი დეგნანს ბიზნესცენტრში უმასპინძლა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს, კელი დეგნანსა და მის მეუღლეს, დუგლას მორისს უმასპინძლეს.

როგორც „ფეისბუქში“ „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ბიზნესცენტრში გაიმართა.

შეხვედრაზე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები