1 6 : 3 7
 | 

პოლიტიკა

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები დედაქალაქის უბნებსა და საჯარო სკოლებში უსაფრთხოების კამპანიას იწყებენ

თბილისი ენერჯისხელმძღვანელებმა ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე, უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

აღნიშნული რაიონი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანია, სადაც მოსახლეობა ხშირად თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელზე გაზის დანადგარებს და საფრთხეს უქმნის საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს. უსაფრთხოების კამპანიაში, „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა. შეხვედრაზე მოსახლეობას სპეციალური საინფორმაციო სარეკომენდაციო ფლაერები დაურიგდა.

„თბილისი ენერჯიმ“, უსაფრთხოების ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად, საინფორმაციო სახის შეხვედრები დაიწყო დედაქალაქის სხვადასხვა უბნის მოსახლეობასთან. საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც ქარის სეზონია. სიცოცხლისთვის საშიში ღია კამერიანი, აკრძალული დანადგარების სახლში მონტაჟის შემთხვევაში კი ქარიანი ამინდი ბინაში CO-ს დაგროვების საფრთხეს მინიმუმ 10-ჯერ ზრდის. აქედან გამომდინარე, „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობა, კომპანიის გაზის სპეციალისტებთან ერთად, უშუალოდ ხვდება სხვადასხვა უბნის მოსახლეობას და პირადად ესაუბრება აბონენტებს გაზის უსაფრთხო მოხმარების საკითხებზე. პარალელურად, პირველად, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები საჯარო სკოლებში უფროსკლასელებისთვის უსაფრთხოების თემაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები