2 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საკვები პროდუქტების მარაგი და კორონავირუსის საშიშროება - რა მითითებებს იძლევა ეკონომიკის მინისტრი?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სავაჭრო ცენტრებისა და ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა..

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, მთავარი განსახილველი საკითხი ობიექტებში არსებული პროდუქციის მარაგი იყო, რასთან მიმართებითაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა თქმით, პრობლემა არ არსებობს.

„პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ მარაგებთან დაკავშირებით და დავრწმუნდი, რომ ამ კუთხით, პრობლემა პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არ არსებობს და მომარაგება ხდება შეუფერხებლად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე მსჯელობა შედგა სავაჭრო ობიექტებში სანიტარიულ-ჰიგიენური დაცვის ზომებზე და ამ მხრივ მათ კიდევ ერთხელ მიეცათ რეკომენდაციების ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან.

„სავაჭრო ცენტრები მზად არიან, ვირუსის გავრცელების პრევენცია კიდევ უფრო მეტად მოახდინონ თავიანთ ქსელებში. ის ობიექტები, ვინც ვაჭრობს დისტანციურად, ფიქრობენ, როგორ გააძლიერონ ამ კუთხით ინფრასტრუქტურა და ნაკლები კონტაქტის მეშვეობით მოხდეს ვაჭრობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ ზოგადად სხვა გამოწვევებზე, რაც მთლიანად ეკონომიკას და დარგს უდგას. რაც მთავარია ვხედავთ, რომ მარაგების მომარაგების თვალსაზრისით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს, ობიექტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში და წუხილის საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები