0 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს ერთი წლით გადასახადები გაეზარდოთ”

„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომელიც შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად, აუცილებელი ფინანსების მობილიზებას გულისხმობს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი წინადადება ითვალისწინებს შემდეგს – შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: 3 ათასი ლარიდან-დან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე – 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ – 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით  – 1 წლის ვადით მთავრობის მიერ“. – ამბობს ჟორჟოლიანი.

მისივე განცხადებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ სოლიდარულ აქციას მხარს დაუჭერს.

„ჩვენი წინადადება უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას, წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით”, – ამბობს დეპუტატი.

„მთავრობა ამ დრომდე ეფექტურად და კომპეტენტურად მოქმედებდა, დადგა დრო უფრო თამამი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმისა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:11

    “დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რ...

    საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და წუხილი გამოთქვა, რომ ქართველი კოლეგები ჯანდაცვის ...

  • 11:32

    საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა...

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 23 მაისიდან გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათიც. ...

  • 15:05

    წულუკიანი - ორშაბათიდან პენიტენციურ დაწესებულებაში...

    "ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ორშაბათს დილიდან შევძლებთ რომ ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ პენიტენციურ დაწესებულებაში",-ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრი...

  • 15:01

    არ შეგეშალოთ! -ზუსტად როდის მოიხსნება საგანგებო მდ...

    საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის ჩათვლით და მოიხსნება 23 მაისს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. რაც შეეხება სხვა შეზღუდ...

  • 14:56

    ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღე...

    ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით?- ასე უპასუხა სიონის ტაძრიდან გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რას ფიქრობს კანონპრ...

  • 14:22

    სად მიდის ციხელაშვილი?...

    ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინის...

  • 14:09

    ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება...

    ნატოში საქართველოს ელჩის პოზიციაზე ალექსანდრე მაისურაძეს ვიქტორ დოლიძე შეცვლის. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ალექსანდრე მაისურაძე კი ჟენევაში განაგრძობს საქმიანობას. &bdq...