1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეს შედეგი მხოლოდ ექიმებისა და ეპიდემიოლოგების საშუალებით არ დამდგარა, მთელი სისტემა მუშაობდა - ხუნდაძე

ყველაფერი შედეგით იზომება, ყველასთვის სასურველი შედეგი დადგა – საქართველოში არ არის ისეთი ვითარება, რაც იყო არაერთ ჩვენზე ძლიერ ქვეყანაში ფინანსურადაც და ინსტიტუციურადაც, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა

„მინისტრიც იქნება და პრემიერ-მინისტრიც, როცა ამ საკითხებზე სხდომათა დარბაზში ყველას ექნება შესაძლებლობა, მთავრობის ხელმძღვანელს კითხვები დაუსვას. დარწმუნებული ვარ, მთავრობის ხელმძღვანელს შესაბამისი პასუხები ექნება. რაც შეეხება პროცესებს, ყველაფერი შედეგით იზომება ხოლმე. ყველასთვის სასურველი შედეგი დადგა – ქვეყანაში არ არის იმდაგვარი ვითარება, რაც ვიხილეთ არაერთ ჩვენზე ძლიერ ქვეყანაში ფინანსურადაც და ინსტიტუციურადაც, სადაც საკმაოდ ნეგატიური ვითარება იყო ეპიდემიოლოგიურად და ეკონომიკურად. ბევრ ქვეყანაში პარლამენტის მუშაობა იყო შეფერხებული, ზოგან – შეწყვეტილიც კი. საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს, რომ პროცესები დეკრეტებით იმართება. პარლამენტი ჩართული იყო პროცესებში. თქვენი შეფასება ჯანდაცვის კომიტეტის არდადეგებზე ყოფნის შესახებ, არის უსამართლო. პრაქტიკულად, 24 საათიან რეჟიმზე ვიყავით გადასული“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი შეფასებით, ეპიდემიოლოგების როლი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ეს შედეგი მხოლოდ ექიმებისა და ეპიდემიოლოგების საშუალებით არ დამდგარა.

„ოპოზიციის მხრიდან ვხედავდი ექიმების არაგულწრფელ ქება-დიდებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისი როლი გაექარწყლებინათ და ეს იყო მხოლოდ ექიმების მუშაობის შედეგი. მთელი სისტემა მუშაობდა – დაწყებული მესაზღვრეებიდან, თითოეული სამსახურის უფროსით დასრულებული. რა თქმა უნდა, პრობლემები არის. კორონამჯანდაცვის სისტემა გატესტა. ვნახეთ, ხარვეზებიც. კონკრეტული კლინიკების ხარვეზები წინა ხაზზე არ გამოვიტანეთ გარეთ, რადგან ახლა ამის დრო არ იყო და ეპიდემიოლოგიური ბრძოლა იყო. ის დრო არ იყო, როცა ეს საკითხები გარეთ გამოგვეფინა. ეს საერთო შედეგია საერთო შედეგი, მათ შორის ექიმებთან ერთად მიღწეული“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები