0 3 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე - ვეთანხმები პრეზიდენტს, ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული კრიმინალები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „პოლიტპატიმრებთან“ დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას იზიარებს.

კალაძის თქმით, საქართველოშოი პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

„მე აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს ამ განცხადებაში. გუშინ განმარტებები იქნა გაკეთებული და აბსოლუტურად ვიზიარებ ყველა სიტყვას, რომ ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული კრიმინალები, რომლებსაც აქვთ დანაშაული ჩადენილი და თუ ჩვენ სიმართლე არ ვუთხარით ერთმანეთს, ცუდი იქნება ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისთვის, ყველას, ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი“,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს „ქართული ოცნება“, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს სენატორებს, კალაძემ ასე უპასუხა:

„ვინც მუშაობს საგარეო მიმართულბით, ეს იქნება სამთავრობო უწყებები, თუ პარტიის მიმართულებით, ყველამ მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია ამ კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, საქმეების შინაარსი“,- აღნიშნა კალაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, რომლის თანახმადაც, „ევროპარლამენტარები პოლიტიურ შეფასებას აკეთებენ საქართველოზე, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი შეფასებები და რას უნდა ველოდოთ მომავალში“, კალაძემ უპასუხა, რომ შეფასებები მიუთითებს იმ პროცესებზე, რომლებიც ქვეყანაში პოზიტიური თვალსაზრისით ვითარდება, ამასთან, იმაზე, საარჩევნო სისტემის ცვლილება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„შეფასებები, რაც წამოვიდა, რა თქმა უნდა, ყველა მიუთითებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ყველა მიუითებს პროცესებს, რომელიც ვითარდება ქვეყანაში პოზიტიური თვალსაზრისით და ასევე მიუთითებენ იმას, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას“,- განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები