1 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: აგვისტოში გვეცოდინება, როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის

  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  განაცხადა.

 „ჩვენ ტალღის განვითარების მიუხედავად ვჯერდებით იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მოწყობა იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ სკოლაში. განვიხილავ ამის არა ერთ ვერსიას. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობა, აქ ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა იმისათვის, რომ ჩვენ სწორად გავთვალოთ ბავშვების ქცევა და ის რეგულაცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ, ქართული კულტურის ბავშვებისთვის, იყოს ადვილად აღსასრულებელი. ეს მათ დაცვას უზრუნველყოფს. ინტენსიურად მუშაობა მიდის, ჩვენი სამინისტროსა და განათლების სამინსიტროს შორის. ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ჩატარდება აბიტურიენტების გამოცდები და პარალელურ რეჟიმში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის. ეს აგვისტოში გვეცოდინება.“,- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები