0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური მასშტაბის ლიდერია ჩვენს რეგიონში" - სალომე სამადაშვილი

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  მიერ გაკეთებულ განცხადებაზე:

„მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური მასშტაბის ლიდერია ჩვენს რეგიონში, რომელიც სწორედ ავანგარდშია ჩვენს რეგიონში დემოკრატიისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ბრძოლაში. ამიტომ, მისი აზრი არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ პოლიტიკოსებისათვის და ადამიანებისთვის საქართველოში, არამედ არაერთ სხვა ქვეყანაში, რეგიონში. ამიტომ, ვფიქრობ, დიახ, მისი აზრი ანგარიშგასაწევია და არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის", არამედ უამრავი ასობით ათასი ადამიანისთვის და ალბათ მილიონობით ადამიანისთვის მთელს რეგიონში მისი კოლექტიური მასშტაბებიდან გამომდინარე. ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს აზრი გამოთქვას სხვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მე შემიძლია დღეს, შეფასება გავაკეთო პოლიტიკურ პროცესზე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში და ძალიან დიდი განსხვავებაა, აზრის გამოთქმასა და უშუალოდ, საარჩევნო აქტივობებში მონაწილეობას შორის“, - განაცხადა სამადაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები