2 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ეს არჩევნები იქნება ისტორიის სწორ ან არასწორ მხარეს შორის გასაკეთებელი არჩევანი - ან განვითარება ან ერთ ადგილზე ტკეპნა"

მე ვფიქრობ ეს არჩევნები იქნება ისტორიის სწორ ან არასწორ მხარეს შორის გასაკეთებელი არჩევანი ამომრჩევლის მხიდან. ან მომავალი და განვითარება, ან როგორც მინიმუმ სტაგნაცია და მიწის ერთ ადგილზე ტკეპნა, ეს მინიმუმ და რეალურად, ჩვენ გიგანტური ნაბიჯებით უკან მივდივართ, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხევედრაზე მისულმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ  განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ორ მაჟორიტარულ ოლქში გლდანსა და სამგორში იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

„ვადასტურებ, მე ვიბრძოლებ გლდანის რაიონში გამარჯვებისთვის, ვიბრძოლებ ოლიგარქიული წეს-წყობილების დამარცხებისთვის, ვინაიდან წარმოუდგენელია ქვეყანაში მართვის სადავეებთან გყავდეს ოლიგარქი და ეს ქვეყანა წარმატებული იყოს ოდესმე, შეუძლებელია, არ არსებობს რომც გვინდოდეს. ყველანი, თქვენც, მეც, ჩუღურეთის რაიონში ახლა ვინც ვართ, უცებ რომ გავერთიანდეთ და წავიდეთ ივანიშვილისგუნდში, მაინც ვერაფერს ვერ შევმატებთ მათ, რადგან ქართველ ხალხს 9 წლის განმავლობაში აქვს დასკვნა გაკეთებული, რომ ეს ადამიანი მხოლოდ ვიწრო გარემოს იმედად არის დარჩენილი. რაში მდგომარეობს მისი იმედი? კიდევ უფრო გამდიდრება იქით მხარეს და კიდევ უფრო გაღარიბება ქართველ ერში. გამარჯვებისთვის სამგორის რაიონში იბრძოლებს ლევან ხაბეიშვილი და დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს,“- განაცხადანიკა მელიამ 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სავსეა იმ ადამიანებით, რომელთა მიმართაც უამრავი პრეტენზია ჰქონდათ 2012 წლამდე. ამასთანავე მელიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რათა ქვეყანაში ოლიგარქის მმართველობა დასრულდეს.

„მხოლოდ კანდიდატებმა კი არ უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გამარჯვება მოიპოვონ ყველა ოლქში, თბილისში განსაკუთრებით და ეს ასე იქნება იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბრძოლა და ჩეულებრივი პაექრობა, ეს ნამდვილად, ჩემი აზრით, არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის გამოწვევა. ან ქვეყანას ექნება იმედი განვითარების და ამას სჭირდება ოლიგარქის მოშორება იმიტომ, რომ ოლიგარქია არის ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, ეს ამოცანაა გადასაჭრელი და რომელი მხარდაჭერის არგამოცხადებაზეა საუბარი,“- განაცხადა ნიკა მელიამ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები