0 4 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დამოუკიდებელი ექსპერტი - შაქარაშვილის დაზიანებები წყალში გადაადგილების დროს ვერ განვითარდებოდა

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე მიიჩნევს, რომ გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს წყალში გადაადგილების დროს ვერ მიიღებდა. 

გეჯაძის თქმით, გამოძიების ფარგლებში დამატებით ექსპერტიზას კომისია ჩაატარებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა რელიეფის შესწავლაც მოხდეს. 

"სახეზე გვაქვს როგორც სხეულის წინა, მარცხენა მხარეს, ასევე წელის არეში მიყენებული არაერთი დაზიანება, საკმაო ძალის ზემოქმედებით, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევები.

ვადასტურებ, რომ ეს სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. მას სჭირდება საკმაოდ ძალის ზემოქმედება. მაღალი ალბათობით გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას სისხლის სამართლის საქმის მასალებით. არ არის გამორიცხული, რომ რელიეფის შესწავლა მოგვიწიოს.

ფაქტია, რომ ეს დაზიანებები, ერთობლიობაში აღებული, წყალში გადაადგილების დროს, რაიმე საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა", - განაცხადა ექსპერტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები