0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კალაძე განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე: ვიღებთ კომპლიმენტებს ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით დადის

"ჭავჭავაძის გამზირი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, სადაც სასიამოვნოა გადაადგილება და ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმელებით გადაადგილდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ჭავჭავაძეზე გადაადგილება სასიამოვნოა როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ფეხით.

"გარდა ამისა, ჭავჭავაძეზე შეიქმნა კონკრეტული ადგილები ველობილიკებისთვის, სკუტერებით სასეირნოდ და მთლიანობაში, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვკრძალავთ კერძო ავტომობილებით გადაადგილებას, პირიქით, ხელი გვინდა შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ეტაპობრივად მოვახერხოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივანიჭოთ პრიორიტეტი. ის უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, პოპულარული და ყველაზე სწრაფი დედაქალაქში", - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები