0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თავი შეიკავეთ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან და მითუმეტეს, გადაკოცნისგან – ხუნდაძე

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მოქალაქეებს სთხოვს, თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან და გადაკოცნისგან.

მისი თქმით, მსგავსი ფორმით მისალმებისას კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს.

„ფრთხილად ვიყოთ ყველა და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენ სამი ძირითადი მიზანი გვაქვს, ესაა შევინარჩუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკა სწრაფად დავუბრუნოთ სასტარტო მდგომარეობას და ასევე ჩვენ ახლოს გვაქვს პოლიტიკური პროცესი, არჩევნები და ვფიქრობ, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, რომ მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში“,-თქვა ხუნდაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები