1 7 : 4 3
 | 

პოლიტიკა

არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ – მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურა დატოვა.

მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო ორგანომ მას დღეს მობილური ტელეფონი ჩამოართვა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით ჩვენებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მის მიმართაც დაიწყოს სისხლის სამართლის საქმე და ის დააკავონ.

” არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ…იმიტომ რომ ამათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ.ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ ყველაფერი გააყალბონ. უდანაშაულო ადამიანი დამნაშავედ გამოაცხადონ. ჩემი დკავების ის ინტერესი აქვთ, რომ ამათ ხელს ვუშლი. უნდოდათ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე თვითმკვლელობად გამოეცხდებინეთ. მე ვცდილობ გამოვამჟღავნო დამნაშავეები ისინი კი ხელის დაფარებას ცდილობენ. ბაჩალიაშვილი მოკლულია და ცდილობენ დამნაშავეებს ხელი დააფარონ’ – აღნიშნა რამიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები