1 6 : 5 7
 | 

პოლიტიკა

,,ზარების 40%-იანი ჩამორჩენა გვაქვს, თუმცა ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან"

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების ცხელი ხაზის - 15 05-ის სერვისს ოპერატორები დაემატებიან, რომლებიც ზარებზე არსებულ 40%-იან ჩამორჩენას გაუმკლავდებიან.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,  გარდა უწყების ცხელი ხაზის ადამიანური რესურსის დამატებისა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ცხელი ხაზიც გაძლიერდება.

"ამ კვირაში ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით ცხელი ხაზის გაძლიერებას ვგეგმავთ და აქაც ვეცდებით, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს შეფერხება, გვქონდეს დროული ზარები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული ცხელი ხაზის - 15 05-ის სამსახურში საშტატო შერჩევა მიმდინარეობს. დღეს გვაქვს ზარების 40%-იანი ჩამორჩენა, რასაც მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ის საკადრო რესურსი გაუმკლავდება, რომელთა მობილიზებაც მოხდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

მან ასევე ისაუბრა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა კოვიდ სასტუმროებში, სტაციონარსა და კარანტინში მოთავსებასთან დაკავშირებითაც.

„ჩვენი 226 მოქალაქე გადაიყვანეს ბინიდან კლინიკაში. კონტაქტებში დაფიქსირებული 19 ადამიანი გადაიყვანეს კარანტინიდან კლინიკაში. ასევე, ბინიდან კარანტინში გადაიყვანეს ექიმებმა 78 პაციენტი. 318 ცხელებიანი პაციენტი დაფიქსირდა გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდკლინიკაში კი 25 გადავიყვანეთ. ამ ჩამოთვლილი პაციენტების ჯამი დაახლოებით 1000-მდეა. სხვა შემთხვევებშიც ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ პაციენტებს ჰქონდეთ მინიმალური დაყოვნება", - განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები