0 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პენიტენციურ სისტემაში სულ 27 კოვიდინფიცირბულ პატიმარია - გიორგი პატარიძე

პენიტენციურ სისტემაში საერთო ჯამში სულ გვყავს 27 კოვიდინფიცირებული პატიმარი, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა.

„ჯერ კიდევ 2020 წელს დავიწყეთ პრევენციული ღონისძიებების გატარება. სხვადასხვა ეტაპზე მივიღეთ ზომები კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით. იმაში, რომ 2020 წლის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გვქონია, ლომის წვლილი პენიტენციური სისტემის თითოეულ თანამშრომელს და ჩვენს სამედიცინო ბლოკს მიუძღვით. 2020 წლის ბოლოს დავიწყეთ პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიური ტესტირების პროცესი. #11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა, ამის შემდეგ გადავედით #5 ქალთა დაწესებულებაში, სადაც გაიტესტა 329 ბრალდებული/მსჯავრდებული და აქედან გვაქვს მხოლოდ 23 დადასტურებული შემთხვევა. რა თქმა უნდა, ისინი იზოლირებულები არიან დანარჩენი კონტინგენტისგან, ისინი თავს კარგად გრძნობენ და დაავადება მათთან უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასევე გვაქვს გაკეთებული საკარანტინო სივრცეები სამოქალაქო კლინიკებში, სადაც ასევე გვყავს 4 კოვიდინფიცირებული ბრალდებული/მსჯავრდებული. შესაბამისად, საერთო ჯამში პენიტენციურ სისტემაში სულ გვყავს 27 კოვიდინფიცირებული პატიმარი", - განაცხადა პატარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები