0 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველო არის აღიარებული როგორც მსხვერპლი ამ ომის, ეს დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ის საყრდენი, რაზედაც ახლა უნდა ავაშენოთ მომავალი - პრეზიდენტი

პირველად ისტორიაში, და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც, ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც მსხვერპლი ამ ომის, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.

„დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც მე ვხვდები აქ, ბრიუსელიდან, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დღეს სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება.

ისტორიულია და შემთხვევით არაფერი ხდება, ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ იქედან, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, 2008 წლის ომის შემდეგ გავიდა 12 წელი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში, და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც, ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც მსხვერპლი ამ ომის, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და მომავლისთვის. ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება.

მინდა, კერძოდ დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რამეთუ მათ ეკუთვნით ძალიან დიდი წვლილი ამ გამარჯვებაში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები