1 7 : 3 3
 | 

პოლიტიკა

ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდეს

6 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა:

“საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და გირაო შეიცვალოს პატიმრობით!”

“მოდით, დადექით ერთად” – უკვე ავრცელებენ განცხადებას სამოქალაქო აქტივისტები.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სპეცრაზმის მობილიზების შესახებ შს მინისტრმა უარჰყო, მაგრამ ყველამ ვნახეთ კადრები, როგორ ალაგებდა სპეცრაზმი მანქანაში აღჭურვილობას.

იმის დამტკიცებას ვერ მოვახერხებთ, ცხადია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მოსამართლეზე ადრე შს მინისტრმა იცოდა, მაგრამ ფაქტია, შს სამინისტროს მანქანებში ჩალაგებული აღჭურვილობის ამოლაგება არ მოუწევს.

ამ წუთებში “ენმ”ის ოფისში აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილნი. ნინო ბურჯანაძემ თქვა რომ თუ ხელისუფლება სპეცრაზმს გამოაგზავნის, დღეს 26 მაისზე უარესი მოხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები