1 9 : 0 7
 | 

პოლიტიკა

“ვადამდელი არჩევნები დაიდოს” – აქცია მთავრობის დამტკიცების პარალელურად

“ვადამდელი არჩევნები დაიდოს”- მოძრაობამ საქართველოსთვის მშვიდობის ხიდთან ამ სახელწოდებით ბანერი გადმოფინა. სამოქალაქო აქტივისტები ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას აპროტესტებენ.

“როგორც იცით, უკვე თითქმის 90 დღეა ვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩანიშვნას, ამას ვითხოვთ პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან გაშლილი კარავითაც. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა, ამ მოთხოვნისთვის ვართ გაერთიანებული არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ხუსკივაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარალამენტი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას კენჭს დღეს, 22 თებერვლას უყრის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები