0 9 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მკვლელობა თუ სუიციდი – თბილისში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვნეს

თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვნეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. გაურკვეველია, საქმე სუიციდს უკავშირდება თუ მკვლელობას.

წინასწარი ინფორმაციით, მაიორმა საკუთარი სახლის ეზოში თავისივე კუთვნილი იარაღით მოიკლა თავი. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცს ტელეფონზე დაურეკეს, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა და გასროლაც სწორედ ამ დროს მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებს უჭირთ იმაზე საუბარი, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები