1 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს დახმარება, მათ შორის ფინანსური ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება –რიში

საქართველოს დახმარება, მათ შორის ფინანსური ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება – ამის შესახებ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ჯეიმს რიშიმ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

"მიმდინარეობს მედიაცია, ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ იპოვეს სწორი გამოსავალი მას ვერასოდეს მონახავენ. მეორეს მხრივ ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის ფინანსურადაც. ის ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს. არ ვფიქრობ, იმ ეტაპზე ვიყოთ, რომ ვადებზე ვისაუბროთ. მთავრობა როგორც პოლიტიკური პარტიები ადამიანებისგან შედგება, როდესაც მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანების კეთილ ნებაზე," - აცხადებს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ჯეიმს რიში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები