0 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - 19 აპრილის შეთანხმება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრილიუს ლანდსბერგისის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ლანდსბერგისმა თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს შეთანხმების საბოლოო ხაზი არ არის.

როგორც მან აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმება ყოველგვარი გადახვევის გარეშე, სრული სიზუსტით უნდა იყოს შესრულებული.

„მინდა ღიად განვაცხადო, როგორც საქართველოს ჭეშმარიტმა მეგობარმა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია არსებული პოლიტიკური კრიზისის სრულად მოგვარება, რათა ქვეყანას გააჩნდეს სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მოქალაქეების სრული მანდატი. ევროკავშირმა საქართველოს უპრეცედენტო დახმარების ხელი გამოუწოდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კუთხით. პოლიტიკური შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა და ჩვენ გვსურს შევაქოთ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. ეს ცხადყოფს, რომ ქვეყანაში მართლაც აღებულია ის პასუხისმგებლობა, რომელიც გულისხმობს საერთო კურსისკენ სვლას. თუმცა, შეთანხმება ფინიშის ხაზი არ არის, შეთანხმების ხელმოწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი, მაგრამ სხვა ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიც არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მოგვარება, ამბიციური სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, აგრეთვე, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, ეს არის ის საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს.

ნება მომეცით ნათლად გავუსვა ხაზი იმას, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით,“- განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები