2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თუ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, მკაცრი რეაგირება გვექნება - კობახიძე

 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, მმართველი გუნდის მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება. 

"დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს, არც ფორმალური არც არაფორმალური, არავითარი ფასი არ აქვს. მათ მოუწევთ აუცილებლად მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, ამას ხაზგასმით ვამბობ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი... თუ ხელს არ მოაწერენ მიშელის დოკუმენტს, ამ დოკუმენტიდან გამომდინარე პრივილეგიებით ბუნებრივია, ვერ ისარგებლებენ. მათ შორის ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ფორმატებში, რომელიც უკავშირდება მიშელის დოკუმენტის აღსრულებას",- თქვა კობახიძემ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები