1 5 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კაცი პრემიერ-მინისტრი იყო და სააკაშვილის მარიონეტი გახდე,ამას მოხერხება უნდა – ღარიბაშვილი

ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და სააკაშვილის მარიონეტი გახდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ამ განცხადებით, პრემიერი  ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი არ ყოფილა.

„მე ჩემი მოსაზრება გამოვთქვი. ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მთელ ამ პროცესში, ეს პროვოკაცია და მოღალატეობრივი ჩართულობა ძალიან მარტივი ასახსნელია. ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და სააკაშვილის მარიონეტი გახდე. მეტი რაღა კომენტარი გავაკეთო?! თავიდან, ჯერ მათვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი არიან. ამის შემდეგ იყო მცდელობა, რომ კოალიცია უნდა შევქმნათ „ქართულ ოცნებასთან“ და ჩვენ ვთქვით, რომ როგორ შეიძლება მოღალატესთან კოალიციაში შეხვიდე. ამის შემდეგ არაფერი დარჩათ ხელში, გარდა სააკაშვილის მოკავშირეობისა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები