უკრაინამ თამაზ და დავით გაიაშვილი, Georgian Airway...
უკრაინის ხელისუფლებამ „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი და თავისი ძმა დავით გაიაშვილი, აირზენა და რუსი პროპაგანდისტის, ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცი...
|
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 10 იანვარს ღია წერილი გაუგზავნა, რომელიც თეთრ სახლს აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის, საქართველოს მტკიცედ დაცვას სთხოვს.
სენატის ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრი 9 სენატორი პრეზიდენტ ბაიდენს სთხოვს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკაფიოდ გადასცეს ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მიმართ არსებობს.
წერილში სენატორები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ და ასევე ზოგიერთი ძირითადი პრინციპის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. „შეერთებულ შტატები და მისი მოკავშირეები ერთგული რჩებიან იმ პრინციპის, რომ „არ იქნება გადაწყვეტილება ან განხილვა უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე“, რაც საქართველოზეც უნდა გავრცელდეს“, წერენ სენატორები.
ორპარტიული ჯგუფი რუსეთის მიერ შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის დეკემბერში გაგზავნილ მოთხოვნებს გამოეხმაურა, რომლებსაც რუსეთი „უსაფრთხოების გარანტიებს“ უწოდებს. ჩამონათვალში, კრემლი ნატოსგან წერილობით გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არასოდეს გახდებიან. ამასთან, მოსკოვს სურს ნატომ სამხედრო აღჭურვილობა არ განალაგოს იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. სანატორებს ეს მოთხოვნები მიუღებლად მიაჩნიათ.
„უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად, ეს მოთხოვნები რუსთის მცდელობაა ევროპაში გავლენის სფეროები ხელახლა შექმნას, სადაც კრემლს თავისუფლად შეეძლება ისეთი ქვეყნების იძულება და დაშინება, როგორიც უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთია“, რომლებიც მას [1997 წლის] შემდეგ ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები გახდნენ“.
სენატორები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მოკავშირეებთან ახლო ჩართულობას იმისთვის, რომ გაკეთდეს კოორდინირებული და მკაფიო რეაგირება პუტინის მოქმედებებზე. „პუტინს ცხადად გააგებინეთ, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ მიიღებენ რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ დაუშვებენ [რუსეთის] უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგების გარეშე“, წერენ სენატორები.
სხვა პრინციპები, რომელთა დაცვასაც ორპარტიული ჯგუფი პრეზიდენტს სთხოვს, არის ის, რომ რუსეთს არ აქვს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლება; ნატოს ღია კარის პოლიტიკა უნდა დარჩეს უცვლელი იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში წევრობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ; ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი უნდა გაძლიერდეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და შავი ზღვის რეგიონში სამხედრო დანაყოფების რაოდენობის გაზრდით; უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის სამიზნეები არიან, უნდა მიეწოდოს დამატებითი სამხედრო დახმარება რუსეთისთვის სამხედრო ოპერაციების წარმოების ფასის გასაზრდელად. ბოლოს კი სენატორები ბაიდენის ადმინისტრაციისგან პუტინისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ.
წერილს ხელს სენატორები მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, ტომ ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაიკლ რუნდსი და ჯობ ბარასო აწერენ.
წყარო: ამერიკის ხმა
უკრაინის ხელისუფლებამ „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი და თავისი ძმა დავით გაიაშვილი, აირზენა და რუსი პროპაგანდისტის, ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცი...
“დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი – ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო. ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი. მოღალატეების...
"11-12 ივლისს ვილნიუსში არის ნატოს სამიტი დღეს ღარიბაშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პუტინის გზავნილი – თითქოს რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა რომ ნატოს გაფართოება შეეჩერებინათავი რომ დავანებოთ ი...
"ვინ რა თქვა, საერთაშორისო პარტნიორებმა, მე არ ვიცი, არ მიყურებია ნამდვილად, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი მეგობრის ნიღაბს ამოფარებული, ხშირად გვლანძღავენ ხოლმე. რაც ილაპარაკა პრემიერმინი...
"ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ, NATO-ს წევრი თურქეთი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, რეგიონში ყველგან დაფრინავს, ყველგან ღიაა ცა, მაინც და მაინც, ჩვენ უნდა ...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში "ნატოში" სწრაფვის გამო შეიჭრა. კობახიძე განმარტავს, რომ ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მხ...
“ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲘᲒᲔᲑᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲔᲑᲡ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲔᲡ ᲘᲛᲐᲡ ᲐᲠ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ, ᲠᲝᲛ ᲛᲐᲡ ᲗᲐᲜᲮᲔᲑᲡ ᲣᲠᲘᲪᲮᲐᲕᲔᲜ. ᲛᲐᲡᲖᲔ ᲓᲔ ᲤᲐᲥᲢᲝ ᲡᲐᲜᲥᲪᲘᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲐᲕ ᲓᲐᲬᲔᲡᲔᲑᲣᲚᲘᲐ. ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲣᲜᲓᲝᲓᲔᲗ ᲐᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡᲒᲐᲜ ᲒᲐᲠᲓᲐ ᲘᲛᲘᲡᲐ, ᲠᲐᲪ ᲧᲕᲔᲚᲐ...
ივნისი 2023 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები