1 6 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,კასპობაზე'' კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა

კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა. ამის შესახებ მერიის ფინანსურმა სამსახურმა დოკუმენტები გამოაქვეყნა.

დოკუმენტების მიხედვით, ბაბი კირკიტაძემ ეს თანხა ტელეკომპანია "იმედის" ღამის შოუს ბენდის მომსახურების გამო მიიღო.

",ღამის შოუს ბენდი" საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარობით, მაღალი რეიტინგით, და დიდი სიყვარულით სარგებლობს. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, განახორციელდა შესყიდვის პროცედურები ბაბი კირკიტაძესთან, რომელიც არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრი. აღნიშნული ბენდის მოწვევის ღირებულება შეადგენს 12 000 ლარს" - აღნშნავს კულტურის სამსახურის უფროსი მოხსენებით ბარათში.

ღამის შოუს ბენდის ხელმძღვანელია გელა გნოლიძე. გელა გნოლიძემ კასპის მერს მისწერა, რომ თანხა მიეცათ პირადად ბაბი კირკიტაძესთვის.

qartli.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები